საქართველოს ისტორია
Friday, November 16, 2012
ზხფხფ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაზალეთის ბრძოლა 1626, ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გიორგი სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის შაჰმა აბას I-მა და თეიმურაზ I-ს შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობია თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. 1626 წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთამ ამილახვარი. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი ქაიხოსრო მუხრანბატონი, სააკაძის სიძე იესე ქსნის ერისთავი და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რომელიც სიმონ II-ს ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე გიორგი III-ს შესთავაზა მისი ვაჟიშვილის ალექსანდრეს ქართლში გამეფება. გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმალეთის სულთნის ნებართვით სამცხედანაც მოუვიდა დამხმარე ჯარი. ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან გაიმართა. ცუდ ამინდში შორი გზით მოსულ სააკაძის ჯარს არახელსაყრელ პირობებში მოუხდა ბრძოლა. სააკაძემ ერთხანს ბრძოლაში პირადი მონაწილეობა არ მიიღო. გიორგის ცხენზე დავით (დაუთ-ბეგი) გოგორიშვილი შეჯდა და მისი სახელით ბრძოლაში შეიჭრა. იგი ზურაბ ერისთავმა მოკლა. ხმა გავარდა, სააკაძე მოკლესო. გიორგი იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო. სასტიკ შეტაკებაში მრავალი დაიხოცა და დაიჭრა (დაჭრილებს შორის იყვნენ გ. სააკაძე, თეიმურაზ I და ზურაბ ერისთავი). ბრძოლა თეიმურაზ I-სა და ზურაბის გამარჯვებით დამთავრდა, რაც დიდ ფეოდალთა გამარჯვებას მოასწავებდა.
ბაზალეთის ბრძოლაში საქართველოს
ბრძოლა დიდგორის
სელჩუკებს ართუკიდი ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.
მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 250-300 ათასიდან ( სომხური და თურქული წყაროების თანახმად) 500-600 ათასამდე (არაბული, სპარსული ქართული და ევროპული წყაროების თანახმად).
მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტედან კავკასიამდე. თურქული კავალერია იმ დროის განთქმული სამხედრო ძალა იყო.
დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ”ფრანგია” (ევროპელი).
როგორც ჩანს ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის დემეტრეს სარდლობით მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. თურქ-სელჩუკები დაიბნენ და კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.
ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.
უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა...
საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.
შედეგები [რედაქტირება]
მახვილი და შურდული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამედროვე გერბზე მიანიშნებს დიდგორის ბრძოლაზე[1]
დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას არ წააგებს.
მარაბდის ბრძოლა (1625 წ.)
ქართლ–კახეთის წინააღმდეგ ირანის შაჰ აბას I–ის ომები ერთ–ერთი ყველაზე სისხლიმღვრელი ეპოეაა საქართველოს ისტორიაში. ყიზილბაშთა ერთ–ერთმა მეთაურმა, გიორგი სააკაძემ უღალატა შაჰ აბასს და მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. ქართლ-კახეთის აჯანყების ჩასაქრობად შაჰმა, მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ახალი დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში თავისი სიძის, ისა-ხან ყირჩიბაშის სარდლობით. ირანელთა არმია 1625 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე დაბანაკდა. ირანის 60 ათასიანი არმიის წინააღმდეგ ქართველთა 20 ათასიანი ჯარი იბრძოდა, რომელსაც თეიმურაზ I სარდლობდა. გიორგი სააკაძე ამ ბრძოლაში ხელმძღვანელობიდან ჩამოაცილეს. ამის მიზეზი ქართველთა სარდლობაში აზრთა სვადასხვაობა იყო. გიორგი სააკაძე მოითხოვდა დაცდას, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველთა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდათ, თანაც კოჯორ–ტაბახმელას ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთლიანად გაშლისა და ძალების სრული გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყვდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს დაეწყოთ.
როგორც ჩანს, ირანელთა სარდლობა მოელოდა ქართველთა შეტევას: ყიზილბაშებმა სანგრები ააგეს და ზარბაზნები შემოუწყვეს, ზარბაზნების უკან ოთხ რიგად მეთოფეები განალაგეს, მოწინავე ჯარს ამირგუნა–ხანი სარდლობდა, ცენტრს კი თვით ისა–ხან ყორჩიბაში. წინ რჩეული ცხენოსნები მოიწევდნენ. შეტევა შეაფერხა ყიზილბაშთა სანგრებიდან გაჩაღებულმა თოფების და ზარბაზნების ცეცხლმა. მაგრამ ქართველები ამან ვერ შეაჩერა და ისინი დიდი სიწრაფით შეიჭრნენ მტრის ბანაკში და მეწინავე რაზმები გადათელეს.
ამირტუნა–ხანი სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველთა ლაშქარი მტრის მეთოფეებს დაატყდა და მათი წყობა დაშალა. ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო. მაგრამ ისა–ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ქართველების ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა და გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. ცხენოსანთა რაზმი კი ავთანდილ სააკძის მეთაურობით გაქცეულ მტერს დაედევნა. ისინი ბრძოლის ველს გასცილდნენ. ამან ყიზილბაშთა მდგომარეობა ძლიერ შეამსუბუქა. მტერმა ძალა მოიკრიბა და ქართველებს შეუტია. ამ დროს ყიზილბაშებს დამატებითი რაზმი შეუერთდა შაჰ–ბენდე–ხანის მეთაურობით. ქართველთა ჯარმა შემოტევას ვეღარ გაუძლო და გატყდა. ქართველთა ცხენოსნობა მტერს დანებდა და ბრძოლის ველი დატოვა. მიტოვებული ქვეითი ჯარი, რომელიც გლეხებისგან შედგებოდა, მტერს არ დანებდა და ბოლო კაცამდე იბრძოდა. ამ ბრძოლაში 10000 ქართველი დაიღუპა. მარაბდის ველზე დამარცხების მიუხედავად, ქართველებმა არსებობის უფლება მოიპოვეს.
ქართველებისადმი ბოღმა საფლავში ჩაჰყვა “ირანის ლომს” შაჰ–აბას I. მარტო 1625 წელს ირანმა მარტყოფში დაახლოებით 27 ათასი, მარაბდაში 14 ათასი, ქსნის ხეობაში 12 ათასი, ე.ი სულ 56 ათასი მეომარი დაკარგა. ეს ირანის არმიის თითქმის ნახევარი იყო.
ერეკლეს მიერ რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულებამ (ტრაქტატმა) ქვეყანა ვერ დაიცვა და უფრო აამხედრა მაჰმადიანური სახელმწიფოები, განსაკუთრებით ირანი. ირანის მაშინდელმა მეფემ ანუ შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა მრავალჯერ გამოუგზავნა ერეკლეს ელჩები. უთვლიდა, დაეხსენი რუსეთსო. ერეკლემ შაჰის შემონათვალს ყური არ ათხოვა.
აღა-მაჰმად-ხანი 35000 მეომრით შემოიჭრა საქართველოში. ერეკლემ თხოვნით მიმართა რუსეთს, მაგრამ მათ ერთი ჯარისკაციც არ გამოუგზავნეს. მან ნაუცბათევად დაიწყო ჯარის შეკრება და 5000 კაცამდე ძლივს შეაგროვა. აქედან 2000 მეომარი იმერეთიდან ჩამოვიდა, მცირეოდენი ჯარი კი საარაგვოდან, მთიელთაგან შედგენილი, მათ შორის სამასი არაგველი - სამასი თუში და ფშავ-ხევსური. მათ მხცოვან მეფეს შეჰფიცეს, ან გაემარჯვათ ან დახოცილიყვნენ...
ქართველებმა რამდენიმე შეტაკებაში უკუაქციეს მაჰმადიანები. აღა-მაჰმად-ხანმა გადაწყვიტა საქართველოს დატოვება, მაგრამ მოღალატეებმა შეატყობინეს, ერეკლეს მცირე ჯარი ჰყავს და მის დამარცხებას შეძლებო. მტერი მობრუნდა...
1795 წლის 11 სექტემბერს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლაში. ი. გოგებაშვილი ასე აღწერს "იერიში პირველად მტერმა მიიტანა ერეკლეს შვილ იოანეზე, რომლის ჯარს ეჭირა გზის პირად მაღლობი ადგილი, თბილისის სამხრეთით კრწანისის მინდვრების ვიწროებში. ბევრ მტერს უტირეს დედა ამ მოწინავე ქართველებმა, მაგრამ თვითონაც ბევრი დაჰკარგეს და ამის გამო უკან-უკან დაიწყეს წევა.სწორედ ამ დროს მტის ქართველნი გაექანენ ხმალამორებულნი სპარსელებისაკენ. შეუტიეს და დაუწყეს ჩეხა. სპარსელები შედგნენ და წინ ერთი ნაბიჯიც ვეღარ წამოდგეს. მოწინავე ჩვენს ჯარს ახლა მიეშველა მეფის ბრძანებით მაჩაბელი, თავისი ჯარით. ეს მაჩაბელი მამაცი მეომარიც იყო და ამასთან სახელოვანი მოლექსე-საზანდარიც. მან მხიარულად დაუკრა ჩონგური, ზედ გულის ასაძგერი ლექსები დაამრერა და საოცარი სისწრაფით მიესია სპარსელებს თავისი ჯარით მთის ქართველებთან ერთად. ქართველებმა გააპეს მტრის რაზმები. აქეთ-იქით გროვა-გროვა დააყენეს დახოცილი და დაჭრილი სპარსელებისა და გაექანენ შუა გულისაკენ, სადაც თვითონ შაჰის დაჭერასაც ლამობდნენ,მ მაგრამ სწორედ ამ დროს ქართველებს წინ გადაეღობა საუკეთესო ჯარი სპარსელებისა, რომელიც ამ დრომდე შაჰის კარავს უკან იდგა, ომში მონაწილეობას არ იღებდა და დასვენებული იყო.
”მე არ მახსოვს, რომ რომელიმე ჩემი მტერი ასეტი გმირობით შემბრძოლებოდესო,წარმოსთქვა შაჰმა, როდესაც დაინახა მიახლოებული ქართველნი, რომელნიც მუსრს ავლებდნენ მის ჯარსა."
სპარსელებს ახალ-ახალი ჯარი ემატებოდა, ქარტველებს კი ძალა ელეოდათ. სპარსელები თბილისს თანდათან უახლოვდებოდნენ. სარამოზე ისინი მიადგნენ თბილისის კედელს. ქართველებმა სამჯერ უკუაქციეს მტერი, გალავნიდან, მაგრამ სამჯერ განაახლა მან იერიში.
75 წლის მეფე ერეკლე ხმლით ხელში ლომივით იბრძოდა, მაგრამ შეიქმნა საშიშროება იმისა, რომ მტერს ტყვედ ჩაეგდო იგი. მეფის შვილიშვილმა, ერთგულთა მცირერიცხოვანი რაზმით მტრის რკალი ხმალდახმალ გაარღვია და მებრძოლი მებე ბრძოლის ცეცხლს გაარიდა.
აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი დაიპყრო...
კრწანისი
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის წითელი ყაყაჩო.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.
_ შემიშვით! _ ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ჭიხვინებს თათრის ცხენი...
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი.
გოდერძი ჩოხელი
* * *
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
კოლაუ ნადირაძე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართველთა ჯარის საბრძოლო გეგმა
ბასიანის ბრძოლა 1203, საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქ. არზრუმიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე შამქორის ბრძოლაში 1195 აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს.
სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხს მიმართეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. მარჯვენა ფრთაზე "აფხაზნი და იმერელნი" იდგნენ, მარცხენაზე - "ამერელნი და ჰერნ-კახნი", ცენტრში - 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და "სხვათა თორელთა". წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო მეთაური იყო დავით სოსლანი.
ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნადინდა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როცა რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და "ზარგახდილნი" (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.
ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში.
Subscribe to:
Posts (Atom)